მიხეილ სააკაშვილთან ექიმი შევიდა

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს. ნიკოლოზ ყიფშიძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც სააკაშვილმა მას უთხრა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა.