მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის განცხადება

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. უფლებადამცველი ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ელოდება. მან სასამართლოს ამ მოთხოვნით სამი დღის წინ მიმართა და მოტივად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ მის დაცვის ქვეშ მყოფს მინიმუმ მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, მისი სიცოცხლე ლეტალურად დასრულდება.