მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება. სხდომას ესწრება მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტიც. პროცესზე მტკიცებულებებს იკვლევენ, თუმცა, სააკაშვილმა ისარგებლა სიტყვის უფლებით, რა დროსაც მსჯავრდებულმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა ექიმის დახმარება ითხოვა, დარბაზიდან ის მანდატურების დახმარებით გავიდა, თუმცა, მალევე უკან დაბრუნდა და სიტყვა გააგრძელა. საკუთარ გამოსვლაში მან ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავს ცუდად გრძნობს.

თეონა ხუბულავა დეტალებით.