მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, – ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს, რომელიც განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საუბარი და გადაადგილება უჭირს.