მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილმა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის დამატებითი ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დამატებით კვლევას. აღნიშნულ პროცესში ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობის შესახებ მან წერილობითი მოთხოვნა მოამზადა. სპეციალური საგამოძიებო უწყების გამომძიებელი კი აღნიშნავს, რომ დამატებითი ნიმუშის მოთხოვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფლებაა.