მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად „ვივამედში“ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მივიდა. მალგოჟატა გოშიევსკას თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად უკვე მეორედ არ შეუშვა, უარის მიზეზი კი ამჯერად მისი სტატუსი იყო. გოშიევსკას განმარტებით, მას აუხსნეს, რომ ის არც სააკაშვილის ოჯახისა და არც პარლამენტის წევრია. პოლონეთის სეიმის წარმომადგენლის თქმით, მას ასევე უარი უთხრეს ნიკა გვარამიას მონახულებაზეც.