მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცენტრ „ემპათიას“ მედიკოსები მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ შესვლისთვის ემზადებიან. ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტისთვის ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა 25 მაისს დააკმაყოფილა.

დღეს ექსპრეზიდენტი მისმა უფლებადამცველმაც მოინახულა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ისინი ხელისუფლებას მათი მხრიდან ექსპერტების ჩართვას სთავაზობენ. ადვოკატის განცხადებით, მათ სურთ, პროცესი მეტად გამჭვირვალე იყოს.