მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა, სამედიცინო დაწესებულება „ვივამედში“ იმყოფება. მიეცემათ თუ არა დღეს მნახველებს ექსპრეზიდენტთან ვიზიტის შესაძლებლობა, უცნობია. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი არ გაკეთებულა. მას უკვე რამდენიმე დღეა, სხვადასხვა გამოკვლევები უტარდება.

მისი პირადი ექიმის განცხადებით, გამოკვლევების შედეგი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში.