მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში რჩება. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სათანადო მკურნალობა არ აქვს დანიშნული და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა. ყიფშიძემ ყოფილი პრეზიდენტი გვიან ღამით მოინახულა.

კლინიკაში ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძეც იმყოფებოდა. ნევროლოგის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანემიის ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს. მისი თქმით, ის სპეციალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.