მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ კლინიკაში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიუხედავად, დღის წესრიგში რჩება სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნა. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილ პრეზიდენტს თავდებად უდგება და ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახლა მედიკოსებმა უნდა ისაუბრონ და არა პოლიტიკოსებმა. მათი განცხადებით, საქართველოში ყველანაირი რესურსია იმისა, რომ ექსპრეზიდენტს სათანადო მკურნალობა გაეწიოს, თუ მისი სურვილი იქნება და მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.