მიხაილო პოდოლიაკის გამოხმაურება

„ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს“, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი კიევზე დღეს დილით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს. როგორც პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს, – „კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლა. ტერორიზმის ყოველ ამგვარ აქტს უნდა მოჰყვებოდეს ხისტი პასუხი ევროპული დედაქალაქებისგან – ახალი სანქციები, მეტი იარაღი“.

შეგახსენებთ, ფრანგულ რეგიონულ მედიასთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა დაამცირონ, რათა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გამოსავალი.