საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა – ასეთია 2025 წლის 9 თვის მონაცემი. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ – 6 556.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 407 814 მგზავრი, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ოფიციალური ინფორმაციით, შენარჩუნდა სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები მესამე კვარტალშიც.