მგზავრთნაკადი აეროპორტებში
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავიარეისების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 873 შეადგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, ავიარეისებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2025 წლის იანვართან შედარებით, 39 პროცენტამდე გაიზარდა.