მგზავრთა უფლებების დაცვის წესი

15:33, 14.08.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა. ამ წესის მიხედვით, მატარებლის დაგვიანების, განრიგის შეცვლის ან შეფერხების შემთხვევაში, მგზავრები შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ. თუ მგზავრი ჩათვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია საჩივრით მიმართოს რკინიგზას, შემთხვევის დადგომიდან 3 თვის განმავლობაში. საჩივარი განიხილება ერთი თვის ვადაში. თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მგზავრის მიმართვის საფუძველზე საკითხს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განიხილავს.

მსგავსი