ტყიბულში კომპანია „საქნახშირიდან“ გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან ყოფილი მეშახტეები, სამოქალაქო აქტივისტები, ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. მეშახტეების თქმით, ისინი საწარმოს ადმინისტრაციამ პოლიტიკური ნიშნით და შახტებში სამუშაო პირობების არარსებობის გამო გაკეთებული განცხადებებისთვის გაათავისუფლა.