„მერლინი, პატარა კატისებრთა ოჯახიდან“ - წიგნის პრეზენტაცია

„მერლინი, პატარა კატისებრთა ოჯახიდან“ – ასეთია სახელწოდება იმ წიგნის, რომელიც იშვიათი დაავადებების მქონე პატარებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის არის განკუთვნილი და რომლის პრეზენტაციაც თბილისში გაიმართა. წიგნში მოთხრობილია რთული დიაგნოსტიკური ოდისეა, რომელსაც გადის ყველა იშვიათი დაავადებების მქონე ოჯახი.

წიგნი მოგვითხრობს დედა ლომისა და მისი ბოკვერის – მერლინის ისტორიას. წიგნი ინგლისური ენიდან არის ნათარგმნი. ის ერთგვარი გზამკვლევია მშობლებისთვისაც, რომლებსაც უნდა გაუადვილდეთ შვილებისთვის იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს იშვიათ დაავადებასთან ერთად ცხოვრება.