მემორანდუმზე ხელმოწერა

12:20, 04.09.2026

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს წარმომადგენლები, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, პროექტები და აქტივობები, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო იმუშავებენ. აღინიშნა, რომ საქართველოს 2025–2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ციფრული საჯარო სერვისების განვითარება წარმოადგენს. ამ მხრივ კი ისეთი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, როგორიცაა იაპონია, ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი