მემორანდუმი სამოგზაურო კომპანიასთან Thomas Cook-თან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. საქართველომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო კომპანიასთან გააფორმა. მისი მიზანი ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება, მიმზიდველი მედიაკამპანიის ორგანიზება, გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში, ასევე ინდოეთში საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობაა.