მეჯვრისხევის მცხოვრებს, რომელიც ამჟამად სომხეთშია, კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებს, რომელიც ამჟამად სომხეთში იმყოფება, კორონავირუსი დაუდასტურდა. 53 წლის მამაკაცს „კოვიდ 19“ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ გამოუვლინდა. მან ქვეყანა 31 მარტს დატოვა. კორონავირუსზე ანალიზი ჩაუტარდა ინფიცირებული მამაკაცის შვილს და მას ვირუსი არ აქვს.

როგორც გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულის ცოლს ანალიზი ჯერ არ ჩატარებია. ამ ეტაპისთვის მას სიმპტომები არ აქვს. თვითიზოლაციაშია ინფიცირებულ მამაკაცთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი 12 პირი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს კონტაქტების შესწავლას.