მედიკამენტებზე ფასების შემცირება - პრემიერის გზავნილი

საქართველოში მედიკამენტებზე ფასები შემცირდება – შესაბამის გადაწყვეტილებებს მთავრობა მიმდინარე კვირაში მიიღებს. საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია.

ფასების დასასტაბილურებლად სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმა, მათ შორის გაიხსნება თურქეთის ბაზარიც, იმისთვის, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვიდეს, რაც გააიაფებს ღირებულებას.