საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდონეზიიდან ტურისტულ კომპანიებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს. გაცნობითი ტური საქართველოს საელჩოსა და თურქეთის ავიახაზების მხარდაჭერით ტარდება. ტურის ფარგლებში, B2B ფორმატის ფარგლებში, ინდონეზიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ.
ქართული კერძო სექტორის 20-ზე მეტ წარმომადგენელს საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა ინდონეზიის ტურისტული სააგენტოების ერთ-ერთ უდიდეს ასოციაცია ASTINDO-ს, რომელიც 1200-ზე მეტ ტურისტულ სააგენტოს, ავიაკომპანიასა და სასტუმროს გაერთიანებს. ტურის 12 მონაწილე თბილისს, კახეთს, გუდაურსა და ყაზბეგს ეწვია. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ბუნებისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს მოამზადებენ.