მძიმე ეპიდემიური ვითარება საქართველოში

მეხუთე ტალღის მძიმე დასაწყისი. კოვიდით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზეა – საქართველოში ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 42 პაციენტი. მონაცემები დღითიდღე მატულობს. აცრის მსურველთა რაოდენობა მინიმალურია, მინიმალურია პირბადის ტარების მაჩვენებელიც.

გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები ან რეგულაციების აღსრულების მეთოდი – დილიდან გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა.

განცხადებები თამუნა ნადარეიშვილმა მოისმინა.