მდგრადი დაფინანსების ფორუმი

ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების რიგით მეოთხე ფორუმს მართავს. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით ეროვნული ბანკის მიღწევებს. ორდღიანი ფორუმი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას 55 ქვეყნიდან 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები.