მცირე მარნები მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან

21:35, 19.09.2026

ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის აღება სავალდებულო რჩება, თუმცა, მცირე მარნები მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. საუბარია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე, რომლის სერტიფიცირებაც სექტემბრიდან ფასიანი გახდა. მეღვინეები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროდუქციის გაძვირების რისკს შეამცირებს. სიახლე, იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ, სავარაუდოდ ოქტომბრიდან ამოქმედდება. ხოლო მათ, ვისაც მოსაკრებელი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა ღვინის ეროვნულ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემდეგ დაუბრუნდებათ.

მსგავსი