მასშტაბური საინვესტიციო პროექტი კასპში
კასპის ქარხანაში ახალი 70 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება. ჰანიველ ცემენტი – კლინკერის წარმოებას და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის შექმნას უზრუნველყოფს. სიახლე ნაწილობრივ არსებულ ინფრასტრუქტურასაც გამოიყენებს და შეძლებს წლიური წარმოების 400,000 ტონით გაზრდას. აღნიშნული ინვესტიციით კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს. პროექტის პრეზენტაციას და კასპის ქარხნის ახალი ღუმელის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე ქარხნის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.