მაროკოს ეროვნული გუნდი - მუნდიალის აღმოჩენა #ტაიმაუტი #QATAR2022

მაროკოს ეროვნული გუნდი წლევანდელი მუნდიალის აღმოჩენად იქცა. ეფ ჯგუფში, გულშემატკივრებისთვის მოულოდნელად, პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მაროკოელებმა ტურნირის ფავორიტები, ესპანელები და პორტუგალიელები, შესაბამისად მერვედფინალურ და მეოთხედფინალურ ეტაპებზე დაამარცხეს. მუნდიალის ნახევარფინალში აფრიკელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან. სიმბოლურია რომ 1986 წელს მექსიკაში ჩატარებულ მუნდიალზე მაროკოს ეროვნული გუნდი ასევე ეფ ჯგუფში ასპარეზობდა და აფრიკის კონტინენტიდან პირველი ნაკრები იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ითამაშა.

#ტაიმაუტი