მარნეულში საეჭვო სიმპტომების მქონე ერთ პაციენტს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

მარნეულში საეჭვო სიმპტომების მქონე ერთ პაციენტს „კოვიდ 19“ ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტში დღეიდან თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებს კვლევები განმეორებით ჩაუტარდებათ.

პარალელურად, რეგიონში სოციალურად დაუცველებისთვის და მარტოხელა პენსიონერებისთვის პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს. მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე აწვდიან.

ლიკა ალელიშვილი დეტალებით.