მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეიდან თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეიდან თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებს კვლევები განმეორებით ჩაუტარდებათ. დღეიდან ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს მათთვის განკუთვნილ საკვებს მიაწვდიან. პარალელურად, რეგიონში სოციალურად დაუცველებისთვის და მარტოხელა პენსიონერებისთვის პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს.

ლიკა ალელიშვილი დეტალებით.