მარმარილოს საბადოს გახსნა

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, შპს „ჯეო სთოუნის“ წარმომადგენელთან, ბიზნესმენ, ჯემალ ინაიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მარმარილოს საბადოს გახსნას დაესწრო.

წლების განმავლობაში ლოპოტას ისტორიულ საბადოზე მაღალი ხარისხის მარმარილოს მოპოვება მიმდინარეობდა, რომელიც ექსპორტზე გადიოდა რუსეთში, ბელგიაში და გერმანიაში. 60-იან წლებში ლოპოტას კარიერი დაიხურა და მარმარილოს მოპოვება აღარ განხორციელებულა.