მარკეტინგული კამპანია

12:20, 19.05.2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მრავალმხრივ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. აღნიშნული მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედიაპლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს. საუბარია გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებზე.

მთელი წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა. თითოეული ქვეყნის ოთხ ქალაქში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართება.

მსგავსი