მარკეტინგული კამპანია ყაზახეთში

12:25, 09.11.2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. ალმათში როუდშოუ გაიმართა, რომელსაც 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო. ასევე ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, პარალელურად კი პირისპირ შეხვედრები შედგა ქართველი და ყაზახი ტუროპერატორების მონაწილეობით. ტურის მიმდინარეობისას ყაზახი სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

მსგავსი