მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან
ეკონომიკის მინისტრი ჩინეთის ბიზნესწრეებთან შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს ესაუბრნენ.
აქცენტი გაკეთდა ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოებასა და ახალი სავაჭრო კავშირების პერსპექტივებზე. შეხვედრა გაიმართა მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარესთანაც. მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.