მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბლოკჩეინ პლატფორმა Tether-ის თავმჯდომარეს ჯანკარლო დევაზინის და კომპანიის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებასა და Tether-ის მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საფინანსო სექტორის მოდერნიზაციაზე.