მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებს შორის. ყურადღება გამახვილდა კოვიდპანდემიის გამოწვევებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აღნიშნულ მიმართულებებზე. მხარეებმა ხედვები წარმოადგინეს, როგორ უნდა დაეხმარონ ტურიზმის სფეროს განვითარებას.