მარეგულირებელი კომისიის სხდომა

სემეკი თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის „თელმიკოს“ დაჯარიმების შესახებ იმსჯელებს. კომპანიის წინააღმდეგ სემეკ-ში რამდენიმე ათეული საჩივარია შესული და უმეტესობა აბონენტებისთვის ივლისის თვეში დარიცხულ ზედმეტ გადასახადს ეხება.

რა სანქციები დაეკისრება კომპანიას და მოხდება თუ არა მომხმარებლებისთვის ზედმეტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, თემის დეტალებით თეონა ბარბაქაძე ჩაგვერთვება.