მამუკა ბახტაძე თხილის საწარმო „ჯეო-ნათსში“ სამუშაო პროცესს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში იმყოფება. მამუკა ბახტაძე თხილის საწარმო „ჯეო-ნათსში“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა. პრემიერის განცხადებით, სამეგრელოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. თხილის მოსავალი კი წელს მოსალოდნელზე მეტია.