მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფორუმის მნიშვნელობა და მისი როლი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ, საერთაშორისო დიალოგისა და მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალსა და საქართველოს როლს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.