მაია ცქიტიშვილის განცხადება

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმს ჯერ ახალი ინვესტორი არ წარუდგენია. მისი განმარტებით, სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის, კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ შეხვედრა ჰქონდა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებთან და მორიგი მსგავსი ფორმატის შეხვედრა აღარ გამართულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათთან კომუნიკაცია შეწყდა.