აქცია ჭიათურაში – მაღაროელები კვლავ კუთვნილ ხელფასს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურიდან გასვლასა და სახელმწიფოს მიერ წიაღისეულის მოპოვების პროცესის გადაბარებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რადგან, დასკვნის მიხედვით, ფინანსურად წამგებიანია.