მაღალი ფასების რეგულირების საკითხი – შეხვედრა მწარმოებლებთან
ფასების რეგულირების საკითხზე ამ წუთებში მორიგი შეხვედრა იწყება – ამჯერად სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მწარმოებლებს ხვდება. სურსათის გარდა, სამთავრობო კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ ქვეყანაში ფასების შემცირების მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, „ქართულ ოცნებაში“ დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის გაზრდილი ეკონომიკური პარამეტრები მოქალაქეებზე უნდა აისახოს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს პროცესი დაგვიანებულია და უშედეგო და არაეფექტიანი იქნება.
თათია ტაბეშაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.