ლონდონის ბირჟის გამოხმაურება

18:13, 31.01.2026

ლონდონის საფონდო ბირჟა საქართველოს მთავრობის მიერ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ეხმაურება. „ლინკდინის“ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია: „ლონდონის საფონდო ბირჟა საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს და მიესალმება 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების განთავსებას, რომელიც დღეიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ბაზარზე ხვდება. ვულოცავთ საქართველოს ამ ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას,“- წერია განცხადებაში.

მსგავსი