კიდევ ერთ ჩაკეტილ ზონაში – ლენტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა. „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომებით ერთი მამაკაცია გადაყვანილი. პარალელურად, მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ცხრა ჯგუფი ადგილობრივებს ტემპერატურას უზომავს და სპეციალურ გამოკითხვას ატარებს. სამედიცინო შემოწმება, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100-მდე ადამიანი იზოლაციაშია. ისინი რაიონში დადასტურებული ხუთი შემთხვევის კონტაქტები არიან.
პირდაპირ ეთერში ვრთავთ კიდევ ერთ საკარანტინო ზონას, ლენტეხს, სადაც საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი მეოთხე დღეა მუშაობს, ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს.