ლენტეხში, კარანტინის ტერიტორიაზე, მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება გრძელდება

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მთელ ტერიტორიაზე, სადაც მკაცრი კარანტინია, მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება გრძელდება. ვირუსის ახალი ფაქტები, ჯერჯერობით, არ გამოვლენილა. ლენტეხში სრული საკარანტინო რეჟიმი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნოდარ ჩაჩუა ბოლო ინფორმაციით.