„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „ლელოში“ ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. პარტიის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე ხელისუფლებას ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

„ლელოში“ მოითხოვენ, რომ მთავრობამ ტურისტულ კომპანიებს, ჩაკეტილი საჰაერო სივრცის პირობებში, დაგროვილი საბანკო გარანტიების მიმართულებით გაცემული დაპირებები შეუსრულოს.