ლარის კურსი - შეფასებები

ეროვნული ვალუტის კურსის რყევებს ეკონომისტები ეხმაურებიან – ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ისინი ეპიდემიას ასახელებენ. ეკონომისტები ვერ პროგნოზირებენ, თუ რა ნიშნულზე გაჩერდება ეროვნული ვალუტა, თუმცა ხელისუფლებას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობენ.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, გაიზარდოს შიდა წარმოება, რათა ქვეყანა აღარ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე და, შესაბამისად, დოლარის კურსის გავლენა ქვეყანასა და მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება. თუმცა, ამას ფინანსისტები გრძელვადიან პროგრამას უწოდებენ, მოკლევადიანი ნაბიჯები კი, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, მათი თქმით, ნაკლებად ეფექტიანია.