ლარის კურსი – ნათია თურნავას განცხადება

12:18, 31.01.2025

ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული. მისივე თქმით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია.

ნათია თურნავას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე შემოსავლების კუთხით ზრდა ფიქსირდება და რთულია ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება.

ბიზნესპარტნიორი

მსგავსი