ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2,93 ლარს აღემატება. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარის ყიდვა საშუალოდ 2, 94 ლარად არის შესაძლებელი. პარლამენტის თავმჯდომარე ლარის კურსის ცვლილების მიზეზებს ასახელებს და აცხადებს, რომ ამას როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური საფუძველი აქვს.

არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამ სიტუაციაში სახელმწიფოს მხრიდან ინტერვენციების მომხრეა, განმარტავს, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული.