კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტი ზუგდიდში

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით, ათი არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, უახლოეს საათებში მათ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მცირეწლოვნების ასაკი 7 თვიდან 10 წლამდეა.