კოვიდსტატისტიკა სკოლებში

სკოლის მოსწავლეებს შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურია. ბოლო კვირის მონაცემით, ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა სრულად და 493 კლასი სხვადასხვა სკოლებში. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ამავე პერიოდის მიხედვით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გამოვლენისთანავე, პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.