„კოვიდ-19“ - ვითარება საქართველოს რეგიონებში

მაღალი რისკის ზონაა ქობულეთის რაიონი, სადაც მხოლოდ ერთ, ე.წ. სოფელ გვარას კლასტერში 25 ინფიცირებულია. დაავადებულთა კონტაქტების გამოკვლევა ჯერ ისევ არ არის დასრულებული. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, დაფიქსირებულია რამდენიმე საეჭვო შემთხვევა.

ორი ინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან კიდევ ერთ ჩაკეტილ ზონას – ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურს. საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ლენტეხის რაიონშიც, სადაც სტატისტიკა ხუთ შემთხვევას, საბედნიეროდ, აღარ გასცდენია.

ეპიდემიოლოგების ჩასვლა გახდა საჭირო ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისში, სადაც თბილისიდან ჩასულ მამაკაცს მოგვიანებით კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ვაკო ორმოცაძე გაგვაცნობს ბოლო მონაცემებს საკარანტინო ზონებიდან.